вторник, 13 марта 2012 г.


1. პროექტის სახელწოდება:  ჩვენი აკაკი
2. პროექტის  მთავარი იდეა  (თემა): აკაკი წერეთლის  ცხოვრება და მოღვაწეობა
3.პროექტის აქტუალობა: სახელმძღვანელოებიდან მიღებული ცოდნის გამდიდრება.
4. პროექტის  მიზანი: XlX საუკუნის საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობის  შესწავლა, გლეხის რთული ყოფა-ცხოვრების გაცნობა,  რუსული  პოლიტიკის გავლენა ქართულ სწავლა- განათლებაზე.  მოსწავლეებმა მოიძიონ, შეკრიბონ მასალები და გაუზიარონ ერთმანეთს.
5. მოსწავლეთა ასაკი: 10 წელი
6. ვადები  (ხანგრძლივობა):  2   თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:  მოსწავლეები ინტერნეტიდან, კინოფილმიდან და ენციკლოპედიიდან იღებენ მასალებს, რომლებიც მათ ჰქონდათ დავალებული, აკეთებენ სალაიდებს და ჩანაწერებს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სურათები, ენციკლოპედია, თხზულებათა კრებული, რუკა.
9. პროექტის მსვლელობა  ( ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს ვყოფთ 3 ჯგუფად:
l  ჯგუფს ვაძლევ დავალებას  მოიძიონ ინფორმაცია აკაკის ბავშვობასა და სწავლის  პერიოდზე.
ll ჯგუფის დავალება:   აკაკის  შემოქმედება
lll ჯგუფის დავალება: შეადგინონ  მარშრუტი ექსკურსიისათვის.
პერიოდულად (2 კვირაში ერთხელ)  თითოეულ  ჯგუფს დავიბარებ და  ვამოწმებ რას აკეთებენ , ვუწევ კოორდინაციას.
მოსწავლეებს ვეუბნებით, თუ ყველაფერს წარმატებით  გაართმევენ თავს, წავიყვანთ ექსკურსიაზე   აკაკის სახლ- მუზეუმში.
ექსკურსიაზე ან   ექსკურსიის შემდეგ  ვატარებთ  პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას.
მოსწავლეებთან შეთანხმებული  რუბრიკის შესაბამისად ვაფასებთ პროექტის განხორციელებას და მიღწეულ შედეგებს.
10. საგნებთან /საგნობრივ   ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საქართველოს ისტორიასთან და გეოგრაფიასთან .
11.  პროექტის ხელმძღვანელი  (მასწავლებელი): თინათინ ბოცვაძე.
12.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: tinatin.bocvadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: 


Комментариев нет:

Отправить комментарий